27 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
კახეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან - ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს

კახეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ადგილზე ხანძრის ღია კერებია. ცეცხლის კერა დაახლოებით 10 ჰექტრამდეა გავრცელებული. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

სტიქიის ზონაში ჩავიდა და თავად გაეცნო სალიკვიდაციო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიც. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას საკუთრი სურვილით მოხალისეებიც იღებენ.

გარდა ამისა, უკვე დასრულებულია გზის გაჭრა და ცოტა ხანში, სტიქიის ზონაში შესვლას დაიწყებს სპეციალური ტექნიკა და ცოცხალ ძალასთან ერთად ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება. ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში აქტიურად მუშაობს ავიაცია.

"ხეებს არ უკიდია ცეცხლი, საბედნიეროდ, დიდი ხეები რაც არის, ნედლი ხეები ალბათ 50-60% გადარჩება. ძირითადად, ფოთოლს უკიდია და ძველი ნაყარი ხეები რაც იყო," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, გივი ზაუტაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"ამ დროისთვის, კვლავ აქტიურად გრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები. აქტიურად ჩართულია როგორც თავდაცვის ძალები, ასევე ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა. ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს," - ამბობს გივი ზაუტაშვილი.

დღის ამბები