27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
დიმიტრი სამხარაძე ნოდარ ლადარიაზე: რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები... ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ყოლია

რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები. მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ყოლია - წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

სამხარაძე როლანდ ახალაიას ეხმიანება, რომელიც ნოდარ ლადარიას ფეისბუქ სტატუსს აზიარებს, სადაც ის წერს, რომ საქართველოს არასოდეს ყოლია ასეთი უვარგისი პოლიტიკური ოპოზიცია.

"რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ყოლია. მიშას მმართველობის დროსაც კი, როცა წინა საუკუნის ოცდაჩვიდმეტიანი წლების ამაზრზენი მეთოდებით ებრძოდნენ და სამი მთლიანი დაფარვის კი არა, ერთი მსგავსი ტელევიზიაც კი არ ქონდა მაშინდელ ოპოზიციას, რაც დღეს აქვთ. სააგენტოებზე და სხვა მედიარესურსებზე, ფულზე, გარე ძალების მხარდაჭერაზე აღარაფერს ვამბობ (ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ეს აქამდეც ხო ვიცოდით, ზოგი ორმაგიც). და ამ ფონზე რომ მაინც ასეთი გაბანძებული იქნები, უნდა დაიხურო ქუდი და გვერდზე გაიწიო. ცოტა შენზე უკეთესი მაინც გამოჩნდება ვინმე, ნიჭიერი ხალხის ქვეყანა ვართ. თქვენ სად შეიყარეთ ასე ყველა ერთნაირი," - წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე

დღის ამბები