ბელგიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებისთვის ემზადება.
ქართველი კალათბურთელები ესპანეთის ნაკრების წევრებს დღეს საღამოს 9 საათზე უმასპინძლებენ.
გუნდის ლიდერმა გოგა ბითაძემ ბელგიასთან მატჩში კოჭი დაიზიანა.ტრავმა საშუალო სიმძიმისაა და უშუალოდ ესპანეთთან მატჩის წინ გაირკვევა შეძლებს თუ არა ის მოედანზე გასვლას.
პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან დრამატულ მატჩში 79:76 დამარცხდა.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი