ბუენოს-აირესის ქუჩებში არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც კრისტინა ფერნანდესზე თავდასხმის მცდელობა იყო.
ერთ-ერთმა მამაკაცმა მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაუმიზნა, თუმცა იარაღი გაიჭედა და ვეღარ გაისროლა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.