მექსიკიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კვეთისას 8 მიგრანტი დაიღუპა.
შემთხვევა რიო-გრანდეს მდინარეზე მოხდა, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.