წინანდალში ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. კლასიკური მუსიკის რიგით მეოთხე სეზონი პანკავკასიურმა ორკესტრმა გახსნა, რომელსაც ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული უკრაინელი დირიჟორი ქალი ხელმძღვანელობდა. ომში მყოფი ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად ფესტივალი უკრაინელი კომპოზიტორის ნაწარმოებით გაიხსნა.
კახეთში უკვე ჩავიდნენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, მათთან ერთად კლასიკური მუსიკის შედევრებს კი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებიც შეასრულებენ. ფესტივალი 19 კონცერტს მოიცავს.