27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
თურქეთიდან შემოსული იაფი წამლების რეკორდული რაოდენობა და 80 მილიონ ლარამდე შეღავათი - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პროგრამა გრძელდება

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პროგრამა გრძელდება. აგვისტოს თვეში საქართველოში თურქეთიდან იაფი წამლების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარზე მეტია.

თურქული ბაზრის გახსნა და ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ინიციატივის შედეგად კი, პროგრამის ამოქმედებიდან ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებმა, უკვე 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს. წლიური დანაზოგი კი ჯანდაცვის სამინისტროს გათვლით, დაახლოებით 200 მილიონი ლარი იქნება.

რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რომელიც 2023 წლიდან ჩაეშვება, მედიკამენტებზე ფასნამატის მკაცრ კონტროლს გულისხმობს. რეფორმის ფარგლებში, წამლებზე ღირებულების ზედა ზღვარი დაწესდება და ფარმაცევტულ კომპანიებს ფასების არარეალურად ზრდის საშუალება აღარ მიეცემათ.

დღის ამბები