27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ელჩების დანიშვნა-განთავისუფლების საკითხი - აღმასრულებელი ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შორის უფლებამოსილებები გამიჯნოს

პრეზიდენტის ფაქსიმილიე - ის, რაზეც ელჩების დანიშვნაა დამოკიდებული, თავად სალომე ზურაბიშვილს არ მოსწონს. პრეზიდენტი თვლის, რომ დიპლომატების სხვა ქვეყნებში წარგზავნა მხოლოდ ხელმოწერით არ უნდა გადაწყვიტოს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერვე ერთხელ დაწუნებული ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა, ჯერჯერობით არ აპირებს კიდევ 7 დიპლომატის დანიშვნას.

ზურაბიშვილი საბოლოო სიტყვას საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელოდება, სადაც მთავრობის სარჩელი უნდა განიხილონ.

აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს სთხოვს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ელჩების დანიშვნა-განთავისუფლებას შორის უფლებამოსილებები გამიჯნოს.

ოპოზიციისთვის ხელისუფლების სარჩელი პრეზიდენტის კონსტიტუციური გზით შევიწროებაა, მმართველი გუნდისთვის კი პირიქით - კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება.

დღის ამბები