27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
EUROBASKET 2022 - 3 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "თბილისი არენაზე" ესპანეთს უმასპინძლებს

ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია. დარჩენილია 4 შეხვედრა, საიდანაც ორში გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ელიტური ტურნირის პირველ დღეს ჯგუფის ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ბულგარეთი 114:87 დაამარცხეს. დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა 2 ქულის მოპოვება ჯგუფის კიდევ ერთმა ფავორიტმა, თურქეთმა მონტენეგროს 72:68 აჯობა. საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის დაპირისპირებაში გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა. ძირითადი დრო ფრედ 70:70 დასრულდა. ოვერ ტაიმში კი უკეთ ბელგიის ნაკრებმა ითამაშა და მეტოქე 79:76 დაამარცხა.

ამ დროისთვის ევრობასკეტის "ა" ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს, მეორე მესამე ადგილებს კი თურქეთისა და ბელგიის ნაკრებები ინაწილებენ. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე საქართველო, მონტენეგრო და ბულგარეთი იმყოფებიან.

3 სექტემბერს ევრობასკეტის "ა" ჯგუფის მეორე ტური გაიმართება, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისი არენაზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ესპანეთს უმასპინძლებს.

თბილისის პარალელურად საინტერესო საკალათბურთო შეხვედრები მიმდინარეობს ევროპის სამ ქალაქში.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები