27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"ლუფთჰანზას" მფრინავების გაფიცვის გამო ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა

"ლუფთჰანზას" მფრინავების გაფიცვის გამო ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა. პროტესტი 130 000 მგზავრს შეეხო. როგორც ავიაკომპანიაში ამბობენ, მუშაობენ იმისთვის, რომ გაფიცვის შედეგები მინიმალიზებული იყოს.

5 000-ზე მეტი მფრინავი ხელფასის მომატების მოთხოვნით მას შემდეგ გაიფიცა, რაც პროფკავშირსა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მფრინავები ხელფასის ხუთ ნახევარი პროცენტით ზრდას და ინფლაციის ავტომატური კომპენსაციის დაწესებას მოითხოვენ.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით მფრინავების მოთხოვნის შესრულება პერსონალის ხარჯებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში 40%-ით, ანუ 900 მილიონი ევროთი გაზრდის. ავიაკომპანიამ მფრინავებს ხელფასის ჯამში 900 ევროთი გაზრდა შესთავაზა ორ ეტაპად, 18-თვიანი პერიოდის განმავლობაში.

დღის ამბები