თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ახლა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს განაცხადა, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. რა ფართობზე იყო გავრცელებული ხანძარი უცნობია, ასევე უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.