27 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მკვლელობა მოხდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელმა 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები მომხდარის მოტივად, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას, რაც მკვლელობით დასრულდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდაზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები