27 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

არგენტინაში, ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. BBC-ის ცნობით, დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და მიზანში, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი ამოიღო. ინციდენტი მაღალჩინოსნის სახლთან მოხდა, სადაც ის მომხრეებს ხვდებოდა.

მამაკაცი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ახლო მანძილიდან სახეში უმიზნებს, თუმცა გასროლას ვერ ახერხებს. მომხდარის დროს კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არ დაშავებულა.

ბოროტმოქმედი დაკავებულია. ნაპოვნია იარაღიც, რომლსაც ის არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს უმიზნებდა.

ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც პოლიტიკოსი არგენტინის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

თუ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი დამტკიცდება, მას 12 წლით პატიმრობა დაემუქრება და სამუდამოდ აეკრძალება სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. თუმცა, ვინაიდანაც ის არგენტინის სენატის თავმჯდომარეა, ფერნანდეს დე კირშნერი საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს და უზენაესი სასამართლოს თანხმობის გარეშე, გისოსებს მიღმა არ მოხვდება.

დღის ამბები