27 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ჩემი, როგორც პრემიერის როლია, მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ეს არის ჩვენი მთავარი გეზი - ირაკლი ღარიბაშვილი

შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სჭირდება ძლიერი მოკავშირე, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ გააკეთა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობების გაძლიერება სჭირდება.

"ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ჩვენ ვავითარებთ სტაბილურად ჩვენს ქვეყანას. მე როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი მთავრობა და მმართველი გუნდი ვართ ვალდებულნი და პასუხისმგებელნი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეები, ისეთები, როგორც არის აშშ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ასევე ევროპული სახელმწიფოები. ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებას. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის როლი არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან - ეს არის ჩვენი მთავარი გეზი.

ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე, პოლემიკაც მოვისმინე. მე მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მხოლოდ კრიტიკა არ არის საკმარისი და საჭირო. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, აშშ-ის ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში ამერიკას, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო, აქვს თავისი ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას და მათ წარმომადგენლებს, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი, ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ. ამიტომ, ჩემი, როგორც პრემიერის სურვილია, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ამას სჭირდება ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება განვითარება, გაძლიერება, კეთილდღეობა და ამ ურთიერთობების გაძლიერება," – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 



დღის ამბები