ესპანეთში ძლიერ სეტყვას წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კატალონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ყინულის დიამეტრი 10-15 სანტიმეტრი იყო, სტიქიის შედეგად კი 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ სხვადახვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი კატალონიაში, 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიამ სახლის სახურავები გაანადგურა, დააზიანა ელექტრო სადენები და ჩაამსხვრია ფანჯრები. სინოპტიკოსები კი, დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და ხმელთაშუა ზღვის აუზში ტროპიკულ ქარიშხლებს ელოდებიან.