27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა - პრეზიდენტი

დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

"მე სულ მუდამ ვემიჯნებოდი ნებისმიერ, გახსოვთ, თუნდაც „ნაცების“ მიერ ჩემი შეურაცხყოფის ბევრი მაგალითი, ან დღესაც ვიღაც სამეულების, თუ ოთხეულობის. სულ ვემიჯნებოდი და ვერიდებოდი, რომ მე რამე ფორმით ჩავრთულიყავი იმაში, რაც პოლემიკის, პინგპონგის ფორმას მიიღებდა, რომელიც მე მგონია, არ ეკადრება პრეზიდენტს. მეორე მხრივ კი, მიუღებელია. ეს თავისთავად პოლარიზაციას აღვივებს და ჩემი მოწოდება პირველივე დღიდან იყო, რომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პოლარიზაცია. ესეც არის ის პირველი პუნქტი, რაც წერია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რაც ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ. ჩემი დღევანდელი გამოსვლა არ იკითხება როგორც რამე პოლემიკაში ჩართვა, მაგრამ ამავე დროს მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ევალება, გარკვეულ საკითხებზე, რაზეც ყველა საუბრობს და სხვადასხვა ფორით ხსნის ამ საკითხებს, თავისი სიტყვა თქვას, რათა საზოგადოება გაიგოს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს თუ ის გადაწყვეტილება.

ეს ეხება პირველ რიგში ძალიან გახმაურებულ საქმეს, რომელიც ეხება ჩვენ ყოფილ ელჩს ამერიკაში და დღეს უკვე გაერო-ში ჩვენ მუდმივ წარმომადგენელს დავით ბაქრაძეს. მე გამოვთქვი ჩემი პროფესიონალური პოზიცია მისი საქმიანობის შესახებ ხუთი წლის მანძილზე. ეს არგუმენტები არასაჯაროდ წარვადგინე იმ კონფიდენციალურ ფორმატრში, რომელიც არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრემიერთან. ეს გათვალისწინებულია ჩვენი სამართლებრივი ტექსტებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს და ეს წარდგენა უნდა იყოს კონფიდენციალური და შედის კონფიდენციალური ტექსტების ნუსხაში. როცა დასრულდება კონსულტაცია, მერე მოდის ძალიან ოფიციალური წარდგენა, რომელიც მომივიდა და, რომელსაც მე გუშინ ხელი მოვაწერე.

ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ  – აქამდე ვიდრე მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება გაერო-ს გენასაბლეას. ასამბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენერალურ ასაბლეაზე“. - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, 

დღის ამბები