27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
საბოტაჟის რეჟიმია მთავარი ზოგიერთი პარტიის დღის წესრიგში - რა მოლოდინი აქვს გიორგი ვოლსკის გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესთან დაკავშირებით

გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრი საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდეს. 

"ვფიქრობ, რომ საბოტაჟის რეჟიმია მთავარი ზოგიერთი პარტიის დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ საკითხზე ამ 12 პუნქტიდან ექნებათ გარკვეული მოსაზრებები ისეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის არანაირ საფუძველზე ან ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობილი. იგივე იქნება გენერალური პროკურორის არჩევის საკითხთან დაკავშირებით. ყველამ უნდა მოინდომოს რომ რაღაც საერთო კონსენსუსამდე მივიდეთ," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები