27 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი მმართველი გუნდისგან და ბრიუსელი კიდევ ერთი რეკომენდაცია - როგორია ოპოზიციის შეფასებები

გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი მმართველი გუნდისგან და ბრიუსელი კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ქართულმა ოცნებამ უკვე დააინიცირა ცვლილება, რომლის თანახმადაც გენპროკურორი პარლამენტის 3/5-მა 6 წლის ვადით უნდა აირჩიოს, თუმცა ცვლილების თანახმად თუ კანდიდატი 90 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, პარლამენტი მას უბრალო უმრავლესობით 76 დეპუტატის ხმით აირჩევს.  აღნიშნული ინიციატივა დღეს კოლეგებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააცნო.

ირაკლი კობახიძის შეთავაზებას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული გენერალური პროკურორის არჩევის წესი მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე განმარტებით, დეტალურად არის შესასწავლი თუ რას გულისხმობს "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ინიციატივა.

"ჩვენ უნდა ვნახოთ დეტალურად ინიციატივის შინაარსი და გეტყვით რატომ -"ქართულმა ოცნებამ" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი გააუპატიურა, გვყავს ფაქტობრივად უვადოდ არჩეული ცესკოს თავმჯდომარე, მაშინ როცა შეთანხმების თანახმად, 2/3-ის მხარდაჭერით არჩეული უნდა იყოს. იმდენად ნულოვანი მაქვს ნდობა, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურის გაუპატიურებასაც ცდილობდნენ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით კი, შარლ მიშელის შეთანხმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევის წესზე,

"ყველა საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც შეთანხმებით არის გათვალისწინებული, ჩვენ მხარს დავუჭერთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეთანხმების ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აღნიშნულ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს გიორგი გახარიას გუნდი. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა ისაუბრა. 

დღის ამბები