ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა. ქალაქში დილიდან დაიწყო მემორიალური ღონისძიებები. სკოლის სპორტული დარბაზის დანგრეულ შენობასთან, რომელიც მემორიალადაა ქცეული, დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ.
ბესლანში 2004 წლის 1 სექტემბერს მძევლად აიყვანეს 1200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის ბავშვები, პედაგოგები და მშობლები. ტერორისტები ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ითხოვდნენ. 3 სექტემბერს დაიწყო სკოლის შენობის შტურმი, რა დროსაც 334 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 186 ბავშვი.