27 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
კატრინ დენევს ვენეციის კინოფესტივალის საპატიო "ოქროს ლომი" გადაეცა 

ვენეციის კინოფესტივალის საპატიო "ოქროს ლომი" კატრინ დენევს გადაეცა. 78 წლის მსახიობმა საპატიო ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მიიღო.

კატრინ დენევი ფრანგული კინემატოგრაფის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. 1964 წელს ფილმ "შერბურის ქოლგებში" შესრულებული როლისთვის "ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა.

ვენეციის 79-ე საერთაშორისო კინოსფეტივალი 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური თავმჯდომარეობს.

დღის ამბები