27 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდა და მომავალი წლის გეგმები - მარიამ ქვრივიშვილი Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდა და მომავალი წლის გეგმები - ეს იყო სამუშაო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის ახალი ავიამიმართულებების დამატების კუთხით.

ამჟამად ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს. ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე ავიაკომპანიის მხრიდან იყო პროექტი "მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან ერთად", რომლის ფარგლებშიც საქართველოში 200 ინფლუენსერი ჩამოვიდა.

დღის ამბები