გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით ტეხასის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავება-გაფართოების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, განათლების ლიდერობასა და ორმაგი ენის ათვისებასთან დაკავშირებული კვლევებისა და განვითარების პროგრამების შექმნას.
მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვივნენ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორები: ერინ სინგერი და ნაჰედ აბდელრაჰმანი.