28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ხვალ გადამწყვეტი დღეა - სპეციალისტების თქმით, სულ მალე გაირკვევა, დაიწყო თუ არა კოვიდის მეექვსე ტალღამ უკან დახევა

კორონავირუსის დღიური მონაცემი 13 ათასამდე ჩამოვიდა, თუმცა ეს ჯერ არაფერს ნიშნავს.

მომდევნო დღეებში გაირკვევა, დაიწყო თუ არა დაღმასვლა მეექვსე ტალღამ. საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტების 80 პროცენტი უკვე ომიკრონია. მაქსიმუმ ერთი თვე და - პანდემიის ახალი აფეთქება, შეიძლება, გადავლილად ჩავთვალოთ.

მე-6 ტალღის დასასრული, შესაძლოა, 2-3 კვირაში დადგეს. გადამწყვეტი ხვალინდელი დღე იქნება. თუ ლაბორატორიული შემთხვევები მაქსიმუმს არ მიაღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ პიკი გადალახა და ომკრონმაც უკან დახევა დაიწყო. თუმცა სპეციალისტები ყველა შესაძლო სცენარს განიხილავენ.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომიკრონის ტალღის გადალახვა არ გაუჭირდება. მედიკოსებს ამის თქმის საფუძველს ინფიცირებულთა უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვის პარალელურად, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების რაოდენობა აძლევთ.

დღეს კოვიდმიმღები განყოფილებები მხოლოდ 60% -ით არის დატვირთული. ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ხედავს. არც დამატებითი რესურსების გამოყენებას აპირებს. მინისტრი ამბობს, რომ სისტემა ყველა გამოწვევას პასუხობს.

ხვალიდან ძალაში ახალი ცვლილებაც შედის. იმ 144 ათასამდე ინფიცირებულს, რომელიც მკურნალობას სახლის პირობებში გადის, ოჯახის ექიმთან დაკავშირება გაუმარტივდება. სამედიცინო პერსონალი გადამზადდა და ექიმების ქსელი გაფართოვდა.

1 თებერვლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკა სახლის პირობებში მყოფ პაციენტებს ბინაზე მართავს.

დღის ამბები