28 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"ბლექ სი არენა" სეზონს 28 მაისს OneRepublic-ის კონცერტით ხსნის

"ბლექ სი არენა" სეზონს 28 მაისს OneRepublic-ის კონცერტით ხსნის, სადაც მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მსმენელები დაიშვებიან.

"ბლექ სი არენა" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ "ქართუს" ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: "აეროსმიტი", "სკორპიონზი, ელტონ ჯონი, რობერტ პლანტი, ენიო მორიკონე, Black Eyed Peas, ჯესი ჯეი. ამის პარალელურად, "ბლექ სი არენა" სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

დღის ამბები