28 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"ეს მუდმივი სპეკულაციის საფუძველი იქნება" - დაეხმარება თუ არა ხმების მოგროვებაში მმართველი გუნდი ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნაში

დაეხმარება თუ არა, მმართველი გუნდი პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმების რაოდენობით - ამაზე პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მსჯელობის შემდეგ, უმრავლესობა ჩამოყალიბდა თავად შექმნას ოპოზიციამ კომისია, შემდეგ კი მის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა მმართველი გუნდის წევრებმა:

"ჩვენ იმაზეც ვმსჯელობდით, ბოლო-ბოლო ნათელი რომ მოეფინოს ყველაფერს, ხელი ხომ არ შეგვეწყო და ხმებით ხომ არ დავხმარებოდით, მაგრამ ამაზე ვიმსჯელეთ და არ გადავწყვიტეთ ეს. რადგანაც ეს მუდმივი სპეკულაციის საფუძველი იქნება. 3 თვის განმავლობაში იქნება დღის წესრიგი, რომელიც არ მოემსახურება არც სიმართლის დადგენას, არც სიმართლის გატანას და არც საზოგადოების რომელიმე ინტერესს. მაგრამ, რადგან ოპოზიციას შესწევს უნარი და თუკი ერთმანეთში შეთანხმებას შეძლებენ შეუძლიათ შექმნან კომისია, მაშინ ჩვენც ჩავერთვებით ამ კომისიის მუშაობაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

დღის ამბები