28 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ევროპარლამენტის დელეგაცია, სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად, უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის დელეგაცია, სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდა.

დევიდ მაკალისტერი და ნატალი ლუაზო აცხადებენ, რომ ისინი უკრაინაში ვიზიტის დროს უკეთ გაეცნობიან არსებულ ვითარებას. ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

"ჩვენ ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ გავეცნოთ ინფორმაციას და გავიგოთ თუ რა ხდება უკრაინაში. ვესაუბრებით პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროებს. აქ ვართ, რათა დავაფიქსიროთ უკრაინისადმი სოლიდარობა. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია. უკრაინის უსაფრთხოება კი ევროპისთვის მნშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვიყენებთ სამხედრო ძალებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ასევე არ ვუქმნით ერთმანეთს საფრთხეს. ევროპარლამენტი თავის მოწოდებაში მკაფიოა, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს ვითარების დეესკალაცია. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას დიპლომატიის გზით. ახლა ბურთი არის რუსეთის კარში," - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტარები რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ:

"აქ ვართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის დასაფიქსირებლად. რუსეთიდან ძალიან დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინაზე. არსებული სიტუაცია სერიოზულია. ჩვენ ვუზრდით დამატებით დაფინანსებას უკრაინას იმისთვის, რომ ქვეყნის მედეგობა გაძლიერდეს. ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულები იმ ნაწილში, რომ თუ რუსეთი სამხედრო ძალას გამოიყენებს, პასუხად უპრეცენდენტო სანქციებს მიიღებს. ვხედავთ რუსეთი ცდილობს უკრაინის დესტაბილიზაციას დეზინფორმაციით, კიბერთავდასხმით და სხვადახვა მანიპულაციებით. უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება უკრაინელების ბედი. მათ აქვთ უფლება აირჩიონ თავიანთი მომავალი და პარტნიორები,"- აღნიშნავს ევროპარლამენტის წევრი ნატალი ლუაზო.

დღის ამბები