28 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე - ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაა, საჭიროების შემთხვევაში დავეხმარებით, მაგრამ ამ დრომდე არავის მოუმართავს

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესის შესახებ განაცხადა, რომ უწყების მხრიდან  მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება და საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს დაეხმარებიან. 

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, მესამე პრეზიდენტის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, თუმცა, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ არ მომხდარა ექიმების მხრიდან მიმართვა.

"ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით როგორც, თუ არის ამის საჭიროება, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება იქნება თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაციის, მაგრამ ამ დრომდე, რამდენადაც ვიცი, ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის, მზად ვართ," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

დღის ამბები