"მის აშშ - 2019" 30 წლის ჩესლი კრისტი ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
ჩესლი კრისტის ცხედარი ცათამბჯენთან აღმოაჩინეს, მას სიმაღლიდან გადმოვარდნის ნიშნები ჰქონდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ინსტაგრამზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "დაე ამ დღემ სიმშვიდე და მოსვენება მოგვიტანოს".
რა გახდა ჩესლი კრისტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.