28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
დაუბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობა" საპარლამენტო ცხოვრებას მეორე ბოიკოტის შემდეგ -  ზუსტი პასუხი 31 იანვარს გახდება ცნობილი

შეწყვეტს, თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს - პარტია გადაწყვეტილებას ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებს. ორკვირიანი დაძაბული შიდა კონსულტაციები დასრულებულია, პარტია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღო და ბრძოლისთვის, რაც მათთვის პირველ რიგში ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე გადის, გამოიყენებს ყველა პლატფორმას, მათ შორის ქუჩას, პარლამენტს, საკრებულოებს.

არც საპარლამენტო ბოიკოტს და არც მის შესაძლო შეწყვეტას პოლიტიკური ფასი არ აქვს "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპონენტმა შეცდომებზე ვერ ისწავლა. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ "ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილება მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

კოლეგების საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შესაძლებლობას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა საპარლამენტო ოპოზიციაში. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური ფლანგის სიძლიერისათვის აუცილებელია. მეორე ნაწილის აზრით კი, პარტია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა.

დღის ამბები