28 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
საყოველთაო მობილიზაცია  უკრაინაში - "კურიერმა" გადაიღო სტუდენტები და მოხუცები, რომლებიც სამშობლოს დასაცავად სპეციალურ წვრთნებს გადიან 

უკრაინაში მობილიზაციაა - კიევი საჭიროების შემთხვევაში თავდაცვისთვის ემზადება. "კურიერმა" გადაიღო ის მოხალისეები, რომლებიც ყოველ შაბათს წვრთნას გადიან. ქალები, კაცები, ბებიები, ბაბუები, ახალგაზრდები, სტუდენტები - მოხალისეებს შორის ყველა ასაკობრივი კატეგორიაა. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სურთ გადამზადება გაიარონ სხვადასხვა სფეროში, ეს არის საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, კომუნიკაცია, კავშირგაბმულობა, ლოჯისტიკა.

"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა კიევთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ასეთი ობიექტი გადაიღო. 

მხოლოდ კიევში მოხალისეთა მომზადების სპეციალურ კურსს 4 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს. რეგულარულ წვრთნებში 2000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

დღის ამბები