28 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდაა გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევების გამო - ვიქტორია ნულანდი

ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის გაგზავნილ პასუხში, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევაზეცაა საუბარი. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულადმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნულანდი დოკუმენტის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ის მოიცავს შეერთებული შტატების შეშფოთებას რუსეთის ქმედებების გამო. მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრას დასავლეთისგან მტკიცე პასუხი მოჰყვება, მათ შორის შეჩერდება პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი2".

"ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევების გამო," - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

დღის ამბები