28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღს, 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უბნების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გიორგიწმინდას (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი - 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის  ზღის  მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, თამაზ ხვიტია, გაგრის, აფხაზეთის, ილორის და იოსებ ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები