28 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
საქართველოს საელჩო იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში 5 დღის წინ დაკარგულ ქართველ ემიგრანტის სალომე ტეტუნაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, იტალიის ქალაქ ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. 

"ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქალაქ რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ტეტუნაშვილთან კონტაქტი ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 საათზე ჰქონდათ. ახლობლების თქმით, სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები