სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს.
"სომხეთი ამისთვის მზად არის. ჩვენ გვაქვს სამშვიდობო დღის წესრიგი და ყველა ამ საკითხის ირგვლივ პრობლემების გადაჭრას ემსახურება" - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.