28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
განახლებული საკომუნიკაციო ქსელები, ასფალტის ორფენიანი საფარი - ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო

დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ახლა დროებით გადაკეტილია, მიზეზი რეაბილიტაციის პროცესია, ადგილზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა უკვე დაიწყო.

იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, წყლის მილები,საკანალიზაციო არხები, სრულდება ის სამუშაოები, რომელიც გამზირს უკვე წლებია ესაჭიროება, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ რეაბილიტაცია დროულია, რადგან, მათი თქმით, გზის ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად დაზიანებული იყო.

მიწისქვეშ განთავსდება ელექტრო გადამცემი ხაზებიც, სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება ასფალტის დაგება.

ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვეში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, დროებით შეფერხდა გადაადგილებაც, მეტროსადგულ ავლაბრიდან თელავის ქუჩის კვეთამდე ავტომობილებით მოძრობა შეზღუდულია.

დღის ამბები