28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ეკა ხერხეულიძემ დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მისი გლდანში გადაყვანის კადრები სრულად გაასაჯაროოს.

"უცვლელი რჩება მისი პოზიცია, სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გაასაჯაროოს ეს კადრები, რომ საზოგადოებამ  ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაყვანის კადრები, ვინაიდან ის მოკლე კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად, იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას მთლიანად არ ასახავს," - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 

სააკაშვილთან ციხეში დღეს გიული ალასანიაც იმყოფებოდა.

დღის ამბები