დროის მანქანა", "უსასრულობა" და "შენ ხარ ვენახი" - ერეკლე წულაძის ამ სამ ნამუშევარს ერთი იდეა - თავისუფლება აერთიანებს. სამი სკულპტურა, ვიზუალურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.
მოქანდაკე უკვე 10 წელზე მეტია, თანამედროვე ფორმებით განსხვავებულ ქანდაკებებს ქმნის. შესრულებული აქვს აბსტრაქტული ნამუშევრების სერია.
ელდარ შენგელაიას "შერეკილებიდან" სიყვარულისა და თავისუფლების ეს ცნობილი ფორმულა, გამოფენის კურატორებისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. სწორედ ამიტომ სათაურზე ბევრი აღარ უფიქრიათ.
არტისტის ნამუშევრები ზუსტად იზიარებს იდეას, რომელსაც მაღაზიათა ქსელი "crosty concept store" ატარებს - თავისუფლებას და დროის სვლის გარდაუვალობას. სწორედ ამ იდეის გამო დაუთმო "ქროსთიმ" საგამოფენო სივრცე ერეკლე წულაძეს.
ერეკლე წულაძის ნამუშევრები "ქროსთის" საგამოფენო სივრცეში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.