საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა. დღეს ჯგუფური ეტაპის პირველივე დაპირისპირებაში აზერბაიჯანს 3:2 მოუგო.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი 2:1 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი უპირატესობის მოპოვება და გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეს.
პირველი მოგებით საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ჯგუფის ლიდერია და პირველ ადგილს იკავებს. ჯგუფში სულ ოთხი ნაკრებია, საიდანაც შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გადაინაცვლებს. ამ წუთებში ერთმანეთს ბოსნია-ჰერცოგოვინას და ესპანეთის გუნდები ხვდებიან.
რაც შეეხება მორიგ მატჩს, 26 იანვარს ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ბოსნია ჰერცოგოვინას ეროვნული ნაკრები იქნება.