ილონ მასკი ადამიანებზე კლინიკური კვლევების დასაწყებად ემზადება - მილიარდერი მეწარმის ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink თავის ტვინში ჩიპების ჩანერგვაზე მუშაობს.
Guardian-ის მიხედვით, მასკმა პირობა დადო, რომ Neuralink ტექნოლოგის საშუალებით, ჩიპების ჩანერბვის შემდეგ - "დამბლით დაავადებულ ადამიანებს სმარტფონის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ."
RT-ის ცნობით, კომპანიამ თანამშრომლების დასაქმენა დაიწყო და მათ შორის კლინიკური კვლევების ხელმძღვანელისა და კლინიკური კვლევების კოორდინატორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ილონ მასკი იმედოვნებს, რომ Neuralink-ის ტვინის ჩიპები აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ტესტირებას გაივლის და 2022 წელს წარმატებით დაინერგება.
როგორც ცნობილია Neuralink-ს ცდა უკვე ჩაატარებული აქვს და ხელოვნური ინტელექტის მიკროჩიპები ორ ცხოველში წარმატებით დანერგა.