ყაზახეთში არეულობის შემდეგ, სისხლის სამართლის ბრალდების მუხლით, 780-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას გენერალური პროკურატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ავრცელებს. საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები 2 ათასამდე სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ. მათ შორის ტერორიზმის, მკვლელობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებს.
იანვრის დასაწყისში მომხდარი არეულობის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთში 225 ადამიანი დაიღუპა, 4600-მდე კი დაშავდა.