28 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
შეუწყდებათ თუ არა შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება - საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დამატებით განმარტებებს აკეთებს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თემაზე კანონმდებლები პირველ რიგში კომიტეტზე იმსჯელებენ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწვდიან.

საუბარია შალვა ნათელაშვილზე, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეზე. პირველი ორის შემთხვევაში მიზეზი რეგლამენტია, რომელიც არასაპატიო მიზეზით სხდომების კონკრეტული ოდენობის გაცდენის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს; ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება.

დღის ამბები