28 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
თვითმარქვია მღვდელს შშმ პირები თვეების განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, პოლიციამ თვითმარქვია მღვდელი და მისი ცოლი ფიზიკური და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების უკანონო "ტყვეობისთვის" დააკავა. 

როგორც გამოძიებით ირკვევა, მისტერ და მისის ბენკსტონებს, 8 შშმ პირი რამდენიმე თვის განმავლობაში სრულიად შეუფერებელ გარემოში, სახლის სარდაფში ყავდათ გამოკეტილი. 

55 წლის კერტის ბერკსტონი, რომელიც თავს მღვდელმსახურად ასაღებდა, ცოლთან ერთად აღნიშნული შშმ პირების ფინანსებს განკარგავდა და მათ არც შესაბამისი წამლებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფდნენ.

ცოლ-ქმარს სახლი ბოლო 14 თვის მანძილზე ნაქირავები ჰქონდა, ქმარი თავს მღვდლად ასაღებდა და შშმ პირების თითქოს დახმარების საფარქვეშ მათ კუთვნილ სახელმწიფო შემწეობას და ყველა სხვა ფინანსურ რესურსს თავად განკარგავდნენ. 

თაღლითი ცოლ-ქმარი დაჭერილია, მათ საქმეზე გამოძიება გრძელდება, სარდაფში აღმოჩენილი შშმ პირები კი შესაბამისი ზრუნვისთვის სათანადო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღის ამბები