28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
"ყოველ წელს ინფლაციის მიხედვით გაიზარდოს ხელფასი" - სოციალური აგენტები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცულებმა საპროტესტო აქცია, თბილისის პარალელურად, ბათუმშიც გამართეს.

ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ სამსახურში დასაქმებული 600-ზე მეტი პირიდან დაახლოებით 400-ია გაფიცული. ისინი ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ და ანაზღაურების შეთავაზებულ 60%-მდე ზრდას არ ეთანხმებიან.

"მოთხოვნებია, სოცაგენტებს 100%-ით მოემატოთ ხელფასები, მიეცეთ დეკრეტული შვებულება და იყოს ერთი და იგივე ხელფასი რეგიონსა და თბილისში. ამასთან, გვინდა დავდოთ კოლექტიური ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი დაცვა ექნებათ. ასევე, ყოველ წელს ინფლაციის მიხედვით გაიზარდოს ხელფასი," - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის" დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ.

დღის ამბები