საფრანგეთში განათლების მინისტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს გადადგომას ითხოვენ.
მიზეზი მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა, რომ ის კუნძულ იბიცაზე დასასვენებლად იმყოფებოდა მაშინ, როცა საფრანგეთის სკოლებთან დაკავშირებით სადავო, გამკაცრებული რეგულაციები დაწესდა.
“ვნანობ ამ მოგზაურობას, ალბათ ტურისტული კუნძულის ნაცვლად სხვა ადგილი უნდა ამერჩია“ - განაცხადა ჟან-მიშელ ბლანკემ.