დომინიკის რესპუბლიკაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
რუსი ტურისტები ავტობუსით ექსკურსიაზე მიდიოდნენ, როდესაც გზაზე მეორე ავტობუსს შეეჯახნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.