28 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ადეკვატურად ვმართავთ ყველა ნაკადს და არანაირ გართულებას არ ველოდებით - ჯანდაცვის მინისტრი "ომიკრონის" გავრცელების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, "დელტა" შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტი შემთხვევა იყო - საშუალოდ 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში. 

დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ის და ევროპის მაგალითზე, "ომიკრონით" ინფიცირებულთა 4% შეიძლება მოხვდეს ჰოსპიტალში. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი სრულად იმართება და რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ არსებობს.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, დღეს მობილიზებული საწოლების რაოდენობა სრულიად საკმარისია.

"წინა კვირას ჩვენ ცხელს ხაზს და ონლაინ კლინიკას დავამატეთ საჭირო რაოდენობის ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები. ვფიქრობ, რომ არცერთი ზარი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. ყველა ის კონსულტაცია, ბინაზე მკურნალობა თუ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ადეკვატურად ვმართავთ ყველა ამ ნაკადს და არანაირ გართულებას არ ველოდებით.

"ომიკრონის" შემთხვევაში კორონავირუსი მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად. მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს. ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ავადმყოფებს ბინაზეც და ჰოსპიტალშიც ვუმკურნალებთ. ამისთვის ყველა საჭირო მედიკამენტი ადგილზე გვაქვს," - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები