28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
თურქეთიდან წამლების იმპორტი მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველო თურქეთის ბაზარს ხსნის. ქვეყანაში GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები შემოვა, რამაც მედიკამენტების ფასები უნდა გააიაფოს.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ უკვე მიმართა. პროცესში პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მთავრობის მეთაურის თქმით, საჭირო იქნება კანონებში ცვლილებები, რაც კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე გაუიაფდება ხარჯები.

"რაც შეეხება წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეყვანას. ჩვენი გათვლებით და მოლოდინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თურქეთიდან მაღალხარისხიანი კონკურენტული ფასებით წამლის და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები