28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
მნიშვნელოვანია ისეთ სფეროში, როგორიც არის ხორბალი და ფქვილი, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ფასების არ გაძვირდეს - თურნავა წისქვილკომბინატის მუშაობის შეჩერებას გამოეხმაურა

წისქვილკომბინატების ნაწილი მუშაობას აჩერებს. შესაძლოა, დახურვის საფრთხის წინაში მსხვილი საწარმოებიც აღმოჩდნენ. თემაზე ბრიფინგი დღეს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გამართა.

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განმარტავს, ადგილობრივი წარმოება არის არაკონკურენტულ გარემოში, რაც გამოიწვევს პურის გაძვირებას. შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას ითხოვენ. საკითხს დღეს ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა.

"პრობლემა, რომელიც თვეების განმავლობაში რის წესრიგში დგას, სულ უფრო ღრმავდება და დღეს ჩვენ მივედით იმ სიტუაციამდე, რომ დიდი წისქვილები იწყებენ გაჩერებას. მთლიანობაში  ეს სიტუაცია იქედან გამომდინარე შეიქმნა, რომ საექსპორტო ბაჟმა დიდი უფსკრული გააჩინა ფქვილისა და ხორბლის იმპორტს შორის. წისქვილკომბინატებისთვის აზრი ეკარგება ხორბლის შემოტანას და მის გადაფრქვევას. ჩვენი მოთხოვნაა  პრემიერთან და ეკონომიკური გუნდის პირველ პირებთან შეხვედრა,"-აცხადებს ლევან სილაგავა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მზაობას გამოთქვამს ამ მოცემულობიდან ერთობლივი ბალანსის მოსანახად. 

"ჩვენი ინფორმაციით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ამაზე და შესთავაზებს მათ შეხვედრას. ჩვენც, რა საკვირველია ჩავერთვებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს და ამაზე ვიმუშავებთ ერთობლივად. თუმცა ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, როგორიც არის ხორბალი და ფქვილი, ანუ პურს რაც შეეხება ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ ფასების არ გაძვირდეს,-"აღნიშნა თურნავამ

დღის ამბები