28 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
პოლიციამ 3 კგ-მდე "ჰეროინი" და სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: „ჰეროინის“, „ბუპრენორფინისა“ და „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები