ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვაში რვა სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხანძარმა სახლი, სადაც სამი არასრულწლოვანი ცხოვრობდა, სრულად გაანადგურა.
სახლის მეპატრონის, დავით კონცელიძის თქმით, სახანძრო რომ დროულად მისულიყო, სახლის დიდი ნაწილი გადარჩებოდა. მისივე ინფორმაციით, სახანძროს დაგვიანების მიზეზი თოვლისგან გაუწმენდავი გზები გახდა.
სოფლის რწმუნებულის თქმით, გზები დროულად იმ მიზეზით ვერ გაიწმინდა, რომ ადგილზე შესაბამისი ტექნიკა არ აქვთ.